ელექტრონული ბიბლიოთეკა

online_lib
ფირნიშები
NGO კოალიციის ვებ-გვერდი

assistance_map

უფასო იურიდიული დახმარების ცენტრები საქართველოში

კოალიციის ვიდეო გალერეა

NGO_coalition_videos_title_185

ბეჭდვა ელფოსტა
JILEP-ი ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს ადვოკატირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ეხმარება

30 ივნისსა და 1 ივლისს USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში,  ადამიანის უფლებების დამცველი რვა ორგანიზაციის თოთხმეტ წარმომადგენელს წერილობითი კომუნიკაციის უნარების ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგის მონაწილეთაგან სამი რეგიონიდან იყო. ტრენინგი მიმართული იყო იურისტებისათვის და მიზნად ისახავდა ეფექტური ადვოკატირების მიზნით მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკული უნარების დახვეწას. უფრო კონკრეტულად, ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკას პრესის მოსაწვევების, პრეს რილიზების, ოფიციალური  განცხადებების, მოსაზრებების,  ასევე პრეზენტაციისთვის ეფექტური სლაიდების მომზადებაში და გააკეთეს პრაქტიკული სავარჯიშოები.  სამიზნე ჯგუფი მონაწილე ორგანიზაციების ფარგლებში იყვო შუალედური რგოლის თანამშრომლები.  მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ისინი ასრულებენ ძირითად სამუშაოს, რომელზეც ადვოკატირებაა დაფუძნებული, ამ ჯგუფს იშვიათად აქვს შესაბამისი უნარები და მომზადება შესრულებული სამუშაოს ეფექტურად წარმოსაჩენად. JILEP-ი განაგრძობს ადვოკატირებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევების ტრენინგებს და მომდევნო ტრენინგები შეეხება ეფექტურ ზეპირი კომუნიკაციასა და პრეზენტაციის და კვლევის უნარ-ჩვევებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქმის შესწავლის პროცესში

05/07/2012
 
კომენტარის გასაკეთებლად შედით ანგარიშზე ან დარეგისტრირდით.

სპონსორი

USAID
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ივენთები

მაისი 2013
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

გალერეა

Top of Page