|
25 ივლისს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის (თსუ) 7 პროფესორს ჩაუტარდათ ტრენინგი სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში. ღონისძიება წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო მეთოდოლოგიის განვითარების პროგრამის პირველ ეტაპს. აღნიშნული პროგრამის მიზანია შეაფასოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სასწავლო მეთოდები, მხარი დაუჭიროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს ახალი სწავლების მეთოდების განვითარებაში, მათ დანერგვასა და შეფასებაში. პროფესორები, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი დაეხმარებიან JILEP-ს და თსუ-ს ადმინისტრაციას პროგრამის შეფასების ეტაპზე. პროგრამის განვითარების არსებულ ეტაპზე JILEP-მა იურიდიული განათლების კონსულტანტი, ლუბლინის (პოლონეთი) კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი დილეინ სვენსონი მოიწვია. JILEP-ი დამატებით ტრენინგებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი წარმომადგენლებისათვის ამ წლის 17 ივლისს გეგმავს.
|
|
05/07/2012 |