16-29 ივლისს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, თსუ-ს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თვრამეტ ლექტორს, რომლებიც ექვს ქართულ სამართლის სკოლას წარმოადგენდნენ, მედიაციაში 70 საათიანი ვორქშოფი ჩაუტარდათ. ვორქშოფი მიზნად ისახავდა ქართველი პროფესორებისთვის მედიაციის ინსტიტუტის გაცნობას და მედიაციის კურსის განვითარებაში მათ მხარდაჭერას. ვორქშოფი მოიცავდა საწყის და გაღრმავებულ ტრენინგებს მოლაპარაკებების უნარ-ჩვევებსა და მედიაციაში, მედიაციის სწავლების მეთოდებს, ასევე მედიაციის კურსის სილაბუსის განვითარებას. ღონისძიების პირველ ორ დღეს ასევე დაესწრო 37 პრაქტიკოსი ადვოკატი, რომელთაც ღონისძიებიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გათვალისწინებული განგრძობადი იურიდიული განათლების კრედიტები მიიღეს. JILEP-მა ვორქშოფის ჩასატარებლად მედიაციის წამყვანი ექსპერტი, სამხრეთ ტეხასის სამართლის კოლეჯის პროფესორი კიმბერლი კოვაჩი მოიწვია. პროფ. კოვაჩი ქართველ პროფესორებთან თანამშრომლობას 2012 წლის შემოდგომაზეც განაგრძობს.
|
|
05/07/2012 |