ელექტრონული ბიბლიოთეკა

online_lib
ფირნიშები
NGO კოალიციის ვებ-გვერდი

assistance_map

უფასო იურიდიული დახმარების ცენტრები საქართველოში

კოალიციის ვიდეო გალერეა

NGO_coalition_videos_title_185

ბეჭდვა ელფოსტა
USAID/JILEP უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას არბიტრაჟში და პირველ საერთაშორისო იმიტირებული კომერციული არბიტრაჟის მოსამზადებელ ნაწილს
24 თებერვალს, USAID/JILEP-მა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრთან, გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიასთან (UNCITRAL), არბიტრების პრივილეგირებულ ინსტიტუტის (CIArb) ევროპულ ფილიალთან და ICC საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობით ჩაატარა კონფერენცია სახელწოდებით: „თანამედროვე საკითხები კომერციულ არბიტრაჟში: საერთაშორისო და ქართული პერსპექტივები.“
კონფერენციაზე საერთაშორისო არბიტრაჟის ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და გაუძღვნენ დისკუსიებს აქტუალურ საკითხებზე.  შედეგად, კომერციული სამართლის ადვოკატებმა, სამართლის პროფესორებმა და სტუდენტებმა გაიღრმავეს ცოდნა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სფეროში. კონფერენციამ ასევე საშუალება მისცა მოქმედ ადვოკატებს პროფესიული ურთიერთობები დაემყარებინათ საერთაშორისო არბიტრაჟის წამყვან სპეციალისტებთან.

კონფერენციის შემდგომი ორი დღის განმავლობაში, თავისუფალი უნივერსიტეტის კომერციული სამართლის ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა პირველ საერთაშორისო იმიტირებული კომერციული არბიტრაჟის მოსამზადებელ ნაწილს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ექვსი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა.  იმიტირებული კომერციული არბიტრაჟის მოსამზადებელი ნაწილის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების მომზადება რეალურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება მარტის ბოლოს ქ. ვენაში. მონაწილეთა რიცხვში იყვნენ გუნდები გერმანიიდან, ლატვიიდან, კოსოვოდან, ბელორუსიიდან და რა თქმა უნდა საქართველოს წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა ინგლისურ ენაზე, არბიტრების როლს ასრულებდნენ პრაქტიკოსი ადვოკატები და სამართლის პროფესორები (ასევე ერთი ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი).

27/02/2012
 
კომენტარის გასაკეთებლად შედით ანგარიშზე ან დარეგისტრირდით.

სპონსორი

USAID
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ივენთები

ივნისი 2013
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

გალერეა

Top of Page