ელექტრონული ბიბლიოთეკა

online_lib
ფირნიშები
NGO კოალიციის ვებ-გვერდი

assistance_map

უფასო იურიდიული დახმარების ცენტრები საქართველოში

კოალიციის ვიდეო გალერეა

NGO_coalition_videos_title_185

ბეჭდვა ელფოსტა
USAID/JILEP დააფინანსა 2012 წლის ზამთრის სკოლა ბიზნეს სამართალში
23-29 იანვარს, ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (WUSL, ტოპეკა, კანსასის შტატი) პროფესორმა, ემი დენ ვესტბრუკმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სამ პროფესორთან ერთად, მონაწილეობა მიიღო, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის ტრეინინგ ცენტრში გამართულ, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის (NCCL) ზამთრის სკოლაში თემაზე „საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები და კონტრაქტების შედგენა.“ ზამთრის სკოლაში მონაწილეობა მიიღო ექვსი სხვადასხვა უნივერსიტეტის 36 სტუდენტმა.
ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი (NCCL) შეიქმნა 2011 წელს USAID/JILEP-ის, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლას შორის თანამშრომლობის შედეგად, ბიზნეს სამართალთან დაკავშირებული განათლებისა და პრაქტიკის  განვითარების მიზნით. ზამთრის სკოლის ფარგლებში, პროფესორმა ვესტბრუკმა და მისმა ქართველმა კოლეგებმა სტუდენტებს წაუკითხეს სემინარი ბიზნეს დოკუმენტების (მაგ: კონოსამენტი, საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულება და აკრედიტივი) შედგენის თაობაზე.  მათ ასევე გააცნეს სტუდენტებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება სხვადასხვა საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები; მაგ: გაეროს კონვენცია საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის შესახებ (CISG), U.S. Foreign Corrupt Practices Act (FCPA),  OECD ქრთამის საწინააღმდეგო კონვენცია და ომკოტერმსი 2010.  პროფესორმა ვესტბრუკმა აღნიშნული კურსი შექმნა საგანგებოდ ქართველი სტუდენტებისთვის. მან ქართველ კოლეგებს გაუზიარა თავისი სასწავლო ჩანაწერები და მასალები, რათა  მომავალში მათ თვითონ შეძლონ ამ კურსის სწავლება. ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი (NCCL) მომავალშიც აპირებს სტუდენტებს შესთავაზოს ხსენებული კურსი საზაფხულო და ზამთრის სკოლებში.
01/02/2012
 
კომენტარის გასაკეთებლად შედით ანგარიშზე ან დარეგისტრირდით.

სპონსორი

USAID
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ივენთები

მაისი 2013
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

გალერეა

Top of Page