ელექტრონული ბიბლიოთეკა

online_lib
ფირნიშები
NGO კოალიციის ვებ-გვერდი

assistance_map

უფასო იურიდიული დახმარების ცენტრები საქართველოში

კოალიციის ვიდეო გალერეა

NGO_coalition_videos_title_185

ბეჭდვა ელფოსტა
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

“სასამართლო მონიტორინგისა და იურიდიული დახმარების პროგრამა”

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (შემდგომში TI) სასამართლო მონიტორინგისა და იურიდიული დახმარების პროგრამა წარმოადგენს TI-ის მიერ წარსულში განხორციელებული ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრის (ALAC) პროექტის გაგრძელებას. ახალი ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრის ოფისები იმუშავებს თბილისსა და ბათუმში და საზოგადოებას უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს. ქონებრივი უფლებების დარღვევა და საგადასახადო დავები იქნება ჩვენი იურიდიული კონსულტაციების მთავარი თემა; თუმცა, საქმის არსიდან გამომდინარე, ცენტრმა სხვა საკითხებიც შეიძლება  მიიღოს.  TI საქმეებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში წარადგენს.

სასამართლო მონიტორინგისა და იურიდიული დახმარების პროგრამის მეორე კომპონენტი კი სასამართლოს მონიტორინგს შეეხება. TI შეიმუშავებს და საჯაროდ გამოაქვეყნებს მონიტორინგის მეთოდოლოგიას. ამასთანავე, შეიმუშავებს და გამოაქვეყნებს სასამართლოდან ინფორმაციის მოპოვების სტანდარტებსაც. მონიტორინგს გაუწევს სასამართლოს მიერ აღნიშნული სტანდარტების შესრულებას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, JILEP-ის სხვა პარტნიორებთან ერთად, განახორციელებს აქტიურ პროპაგანდულ კამპანიას. სასამართლო მონიტორინგის შედეგებზე და ცენტრის მუშაობის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებსა და სისტემურ პრობლემებზე დაყრდნობით, მოამზადებს ადმინისტრაციულ და საკანონმდებლო რეკომენდაციებს. აღნიშნული რეკომენდაციები გამოქვეყნდება განცხადებების, ანგარიშებისა ან ბლოგ პოსტების სახით და ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ვებგვერდზე.
 
კომენტარის გასაკეთებლად შედით ანგარიშზე ან დარეგისტრირდით.

სპონსორი

USAID
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ივენთები

აპრილი 2014
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30

გალერეა

Top of Page