ელექტრონული ბიბლიოთეკა

online_lib
ფირნიშები
NGO კოალიციის ვებ-გვერდი

assistance_map

უფასო იურიდიული დახმარების ცენტრები საქართველოში

კოალიციის ვიდეო გალერეა

NGO_coalition_videos_title_185

ბეჭდვა ელფოსტა
ჩვენს შესახებ

EWMI-ის შესახებ

East West Management Institute

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) 1988 წელს დაარსდა. ის არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი ბაზრის განვითარებაა. ბიზნესში, სახელმწიფო მმართველობასა და სამოქალაქო სექტორში მდგრადი რეფორმების ხელშეწყობის მიზნით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს ტრენინგებსა და კონსულტაციებს და გასცემს გრანტებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ადგილობრივ ხელისუფლებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და, იურიდიული, სამოქალაქო და ეკონომიკური ინიციატივების გზით, ხელს უწყობს წარმატებული და დემოკრატიული საზოგადოებების გაძლიერებას. უფრო დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მის ვებგვერდზე.

 

 

JILEP შესახებ

EWMI-JILEP


აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) საქართველოში ახორციელებს პროექტს „მართმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამა“ (JILEP) - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან ინიციატივას. JILEP საქმიანობა ოთხი ძირითადი მიმართულებით განისაზღვრება:

  • მართმსაჯულების დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და პროფესიონალიზმის გაძლიერება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განვითარების ხელშეწყობის გზით.
  • იურისტთა პროფესიული გაერთიანებების, იურიდიული უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.
  • იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება აკრედიტაციის პროცესის გაუმჯობესების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მეტად ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობის, ვიწრო სპეციალიზაციის კურსების დანერგვის ხელშეწყობისა და შეეთებული შტატების სამართლის სკოლებთან პარტნიორული კავშირების დამყარების გზით.
  • კომერციული სამართლის განვითარება და შესაბამისი პრაქტიკის გაუმჯობესება

JILEP შესახებ
JILEP გუნდი
 

სპონსორი

USAID
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ივენთები

მაისი 2013
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

გალერეა

Top of Page