| საგადასახადო კოდექსის კომენტარები |
|
„შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს “ (USAID) დაფინანსებით და „მართმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის“ (JILEP) ძალისხმევით გამოიცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარი (წიგნი I და წიგნი II).
კომენტარის ავტორები არიან ლევან ნადარაია (საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერი საკონსულტაციო კომპანია „ალექსანდრე“), ზვიად როგავა (სრული პროფესორი საჯარო სამართალში, კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა), კახა რუხაძე (უფროსი საგადასახადო მენეჯერი KPMG საქართველო) და ბონდო ბოლქვაძე (საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის მენეჯერი USAID-EPI). გთავაზობთ ხსნებული ნაშრომის ელექტრონულ ვერსიას. ჩვენ მივესალმებით ყველა თქვენს მოსაზრებას და შენიშვნას ნაშრომთან დაკავშირებით.
|

