ელექტრონული ბიბლიოთეკა

online_lib
ფირნიშები
NGO კოალიციის ვებ-გვერდი

assistance_map

უფასო იურიდიული დახმარების ცენტრები საქართველოში

კოალიციის ვიდეო გალერეა

NGO_coalition_videos_title_185

ბეჭდვა ელფოსტა
”კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” დამფუძნებელი შეხვედრა

”კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” დამფუძნებელი შეხვედრა

2011 წლის 29 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში დაფუძნდა ”კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”.

კოალიციაში გაერთიანდა 28 ორგანიზაცია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს და პროფესიული ასოციაციები და მედია ჯგუფები. ახლად შექმნილი კოალიცია მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და მთავრობის პასუხისმგებლობის გაზრდის ხელის შეწყობას დამოუკიდებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის. კოალიციის შექმნას მიესალმა ბ-ნი ჯონატან კონლი, USAID/საქართველოს მისიის დირექტორი. ღონისძიებას ესწრებოდა ქ-ნი რობერტა მაჰონი, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე.

პარტნიორობის დაწყების აღსანიშნავად კოალიციის წევრებმა ხელი მოაწერეს  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. შეხვედრაზე ითქვა, რომ კოალიციის  წევრობის სურვილი უკვე გამოთქვეს სხვა ორგანიზაციებმაც. კოალიცია დაფუძნდა USAID-ის მიერ დაფინანსებული „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის” (CIIJ) პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ, EWMI-ის შუამავლობით. პროექტის მიზანია პროფესიული იურიდიული ასოციაციების, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს და პროფესიული ასოციაციებისა და მედიის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგი და დამოუკიდებელი სასამართლოს ადვოკატირება.

29/04/2011
 
კომენტარის გასაკეთებლად შედით ანგარიშზე ან დარეგისტრირდით.

სპონსორი

USAID
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ივენთები

მაისი 2013
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

გალერეა

Top of Page