TEST YOUR KNOWLEDGE

ფირნიშები
Take the Rule of Law quiz.

პუბლიკაციები

online_lib

logo_ka

nccl_logo_ge
7014logo
AiG_logo
Arbitration Initiative Georgia

სიახლეების გამოწერა

მიიღეთ სიახლეები ელ.ფოსტის საშუალებით.

შენახვა
გამოწერის გაუქმება

2014
12
აგვ
EWMI-JILEP Supports Discussion of Georgian Insolvency Law
Lawyers and judges discuss changes that need to be made to Georgia’s insolvency law.

On August 5, EWMI-JILEP assisted the Association of Law Firms of Georgia (ALFG) organize a meeting of lawyers and judges to discuss problems of Georgian insolvency law. A number of leading commercial law experts gave presentations at the event, attended by approximately 60 legal practitioners. The experts included Keti Kvartskhava of BLC Law Company, Lasha Nodia of Nodia, Urumashvili & Partners, and Nana Amisulashvili of the VBAT Law Company. Judge Irakli Adeishvili of the Tbilisi Appellate Court spoke about the unique procedural challenges presented by insolvency cases. During the event, ALFG announced that it had created a working group to study Georgian insolvency regulations and that the working group will soon provide concrete suggestions for how the law might be improved.

 

 
2014
12
აგვ
EWMI-JILEP-ი საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლის თანადამფინანსებელია
საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები და ექსპერტები სამახსოვრო სურათის გადასაღებად პოზირებენ.

27 ივლისიდან 7 აგვისტომდე მართლმსაჯულების  დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროკავშირის სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამის ფარგლებში   საზაფხულო სკოლა თემაზე  „კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები“ გაიმართა. აღნიშნულ სკოლაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 24 სტუდენტი მონაწილეობდა. ამა წლის საზაფხულო სკოლის თემატიკა ეხებოდა ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციურ სტანდარტებს სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას. ლექციებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, პროფესორი რიჩარდ ფოგლერი, სასექსის უნივერსიტეტიდან ბრიტანეთი, პროფესორი შტეფან ე. ჰენდერსონი ოკლაჰომის უნივერსიტეტიდან ა.შ.შ. და გიორგი ტუღუში ყოფილი სახალხო დამცველი უძღვებოდნენ. თემები ისეთ საინტერესო საკითხებს მოიცავდა როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონალური და საერთაშორისო სტანდარტები, შეჯიბრებითი თუ ინკვიზიციური სისტემები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და საპროცესო გარიგებები სხვადასხვა ქვეყნების იურისდიქციებში. ლექციებთან და ინტერაქტიულ გაკვეთილებთან ერთად, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში იმიტირებული სასამართლო პროცესები ჩატარდა. საზაფხულო სკოლის მონაწილეები, რომლებმაც სემინარის დასრულების შემდეგ გამოცდები ჩააბარეს, დაჯილდოვდნენ  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მომზადებული სპეციალური სერთიფიკატებით, ხოლო საუკეთესო 6 სტუდენტს სასამართლოში პრესტიჟული სტაჟირების გავლის საშულება მიეცათ.

 
2014
1
აგვ
EWMI-JILEP-მა სამართლის სკოლებისათვის საბაზისო სახელმძღვანელო შემდეგი სათაურით გამოსცა „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები საქართველოში“

2014 წლის ივლისის თვეში აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ორგანიზებით გამოიცა იურიდიული სახელმძღვანელო „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები საქართველოში.“ წიგნში განხილულია დავის ალტერნატიული მოგვარების საშუალებები, როგორიცაა მოლაპარაკება, მედიაცია და არბიტრაჟები. აღნიშნული სახელმძღვანელო საუკეთესო წყაროა სამართლის სტუდენტების, პრაქტიკოსი იურისტებისა და პროფესორებისათვის გაიგონ მეტი რამ დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებზე. მასში შესულია საქართველოს რეალობაზე მორგებული სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი კაზუსები, თემატური შეკითხვები და პრაქტიკული დავალებები რაც სამართლის სტუდენტებს საკითხის უკეთ შესწავლას გაუადვილებს. წიგნის დანართში მოცემულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო კანონმდებლობა და იურიდიული სტანდარტები, რომელიც ასევე ნათარგმნია ქართულ ენაზე. აღნიშნული სახელმძღვანელო EWMI-JILEP-ის დაფინანსებით გამოიცა ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად და აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტი ამჟამად უზრუნველყოფს მათ გადაცემას ქართული სამართლის სკოლების ბიბლიოთეკებისა და იურიდიული კლინიკებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

EWMI-JILEP-ი იმედოვნებს, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება სამართლის სკოლებს შეადგინონ სასწავლო კურსი დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებზე; წიგნი ასევე შეავსებს სამართლის სკოლების იურიდიულ ბიბლიოთეკას აღნიშნული თემატიკის განხრით.


სამართლის პროფესორი და პრაქტიკოსი იურისტი ქალბატონი ეკატერინე გასიტაშვილი და ქეთევან საგინაშვილი წიგნის შინაარს ეცნობიან მას შემდეგ რაც JILEP-მა საზაფხულო კლინიკის ფარგლებში 29 ივლისს მონაწილე სამართლის კლინიკებს სახელმძღვანელოები დაურიგა.
 

სპონსორი

USAID
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ივენთები

სექტემბერი 2014
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

გალერეა

Top of Page